ჟურნალის შესახებ
I. ჟურნალის მიზნები და სფერო
„გულანი“ საერთაშორისო სამეცნიერო, რეცენზირებადი, ღია წვდომის ჟურნალია, რომელშიც წარმოდგენილია სტატიები ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში. ჟურნალი დაარსდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2008 წელს.
ძირითადი სამეცნიერო მიმართულებები:
-
ენათმეცნიერება, ონომასტიკა
-
ლიტერატურათმცოდნეობა
-
ისტორია, ეთნოლოგია
-
განათლება
მისია: ჟურნალის მიზანია, წარმოაჩინოს საერთაშორისო მასშტაბით მიმდინარე კვლევები ახალი ცოდნის, თეორიისა და მეთოდოლოგიის კუთხით, როგორც ცალკე ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში, ისე ინტერდისციპლინურ მიჯნაზე. "გულანი" აქვეყნებს მხოლოდ ორიგინალურ, რეცენზირებად აკადემიურ კვლევებს, რომელიც ეფუძნება მკაცრ სამეცნიერო მეთოდებს და იყენებს რაოდენობრივ, თვისებრივ ან შერეული მეთოდოლოგიის პარადიგმებს.
ნაშრომი უნდა იყოს რელევანტური საერთაშორისო მკითხველისათვის.
II. გამოქვეყნების დეტალები
-
გამომცემელი: სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
-
ISSN (ბეჭდური): 1987-6157
-
e-ISSN (ონლაინ): 2239-6303
-
პერიოდულობა: 2019 წლიდან ჟურნალი გამოიცემა წელიწადში ერთი ბეჭდური და ერთი ელექტრონული ვერსიით, რომელიც ქვეყნდება ყოველი წლის ნოემბერში. გამოქვეყნების დეტალები
III. რეცენზირების პოლიტიკა
ჟურნალი „გულანი“ იყენებს ორმაგი ბრმა რეცენზირების მკაცრ პროცესს, რაც უზრუნველყოფს გამოქვეყნებული მასალის ობიექტურობასა და ხარისხს.
-
პროცესი: წარდგენილი ნაშრომები ექვემდებარება ორ დამოუკიდებელ, კვალიფიციურ რეცენზენტს. რეცენზენტები არიან საერთაშორისო დონის სპეციალისტები და მათი უმრავლესობა აფილირებულია ავტორებისაგან განსხვავებულ დაწესებულებებში. ავტორებისა და რეცენზენტების იდენტობა საიდუმლოდ რჩება (ორმაგი ბრმა რეცენზირება).
რეცენზირების ვადები:
• საწყისი შემოწმება (პლაგიატი, რელევანტურობა): 1 კვირა.
• რეცენზირების პროცესი: 3-4 კვირა.
• საბოლოო გადაწყვეტილება (რეტენზენტების დასკვნის შემდეგ): 1 კვირა.
საბოლოო გადაწყვეტილება: საბოლოო გადაწყვეტილებას (მიღება, უარყოფა, შესწორების მოთხოვნა) იღებს მთავარი რედაქტორი, რომელიც ეფუძნება რეცენზენტების დასკვნებსა და სარედაქციო კოლეგიის რჩევებს. -
რეცენზირების ფორმა: შეფასება ხორციელდება ჟურნალის მიერ დამტკიცებული სტანდარტული ფორმის საფუძველზე, რომელიც მოიცავს კრიტერიუმებს ორიგინალობის, მეთოდოლოგიის ადეკვატურობისა და დასკვნების ვალიდობის შესახებ.
-
ინტერესთა კონფლიქტი: რეცენზენტები ვალდებულნი არიან, დააფიქსირონ ნებისმიერი ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც შეიძლება გავლენას ახდენდეს მათ გადაწყვეტილებაზე. რეცენზენტის სახელმძღვანელო
IV. ეთიკური და სამართლებრივი პოლიტიკა
1. გამოქვეყნების ეთიკა ჟურნალი იცავს Committee on Publication Ethics (COPE)-ის პრინციპებს.
-
პლაგიატი: ყველა წარდგენილი ნაშრომი გადის პლაგიატის შემოწმებას პროგრამა Turnitin-ის საშუალებით ორიგინალობის უზრუნველსაყოფად. პლაგიატი და მონაცემთა მანიპულირება მიუღებელია და იწვევს სტატიის უპირობო უარყოფას.
-
ორიგინალობა: ავტორებმა უნდა დაადასტურონ, რომ სტატია არის ორიგინალური და არ არის წარდგენილი ან გამოქვეყნებული სხვაგან. გამოქვეყნების ეთიკა
2. ღია წვდომა და ლიცენზირება
-
ღია წვდომის სტატუსი: ჟურნალი არის ღია წვდომის. ყველა შინაარსი ხელმისაწვდომია უფასოდ გამოქვეყნებისთანავე.
-
ლიცენზია: გამოქვეყნებული სტატიები ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 International License (CC BY 4.0)-ის მიხედვით.
-
ავტორის საფასური (APC): ჟურნალი არ იღებს საფასურს სტატიების წარდგენის, დამუშავების, ან გამოქვეყნებისთვის.
V. გრძელვადიანი არქივირების პოლიტიკა
ჟურნალი „გულანი“ უზრუნველყოფს გამოქვეყნებული შინაარსის გრძელვადიან ციფრულ არქივირებას და შენახვას.
ჟურნალი იყენებს LOCKSS (Lots of Copies Keep Stuff Safe) და CLOCKSS (Controlled Lots of Copies Keep Stuff Safe) სისტემებს, რათა შექმნას სარეზერვო ასლები სხვადასხვა ბიბლიოთეკასა და ინსტიტუტში. ეს გარანტიას იძლევა, რომ ჟურნალის შინაარსი ხელმისაწვდომი დარჩება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჟურნალის გამოცემა შეწყდება ან ის გაუქმდება.
ავტორის იდენტიფიკაცია და ORCID
ჟურნალი „გულანი“ სრულად უჭერს მხარს ღია მკვლევრისა და ავტორის იდენტიფიკაციის სტანდარტებს.
ORCID (Open Researcher and Contributor ID): ჟურნალი მოითხოვს, რომ ყველა ავტორს ჰქონდეს უნიკალური ORCID ID. ORCID არის აუცილებელი მეტამონაცემი, რომელიც უზრუნველყოფს ავტორისა და მისი ნაშრომის სწორად დაკავშირებას და ინდექსირებას საერთაშორისო ბიბლიოგრაფიულ მონაცემთა ბაზებში (როგორიცაა ERIH PLUS და Google Scholar).
გთხოვთ, სტატიის წარდგენისას, ყველა ავტორმა მიუთითოს თავისი ORCID ID.