ზმნის კატეგორიათა სწავლების ზოგიერთი საკითხისათვის
საკვანძო სიტყვები:
ზმნა, ახლანდელი დრო, პირის ნიშნები, თემის ნიშნები, მეთოდიანოტაცია
არაქათულსკოლადამთავრებულ სტუდენტებთან, უცხოელ მსმენელებთან ხანგრძლივი მუშაობის შედეგად ქართული ენის გრამატიკის სწავლების არაერთი საინტერესო მეთოდი გამოიკვეთა. სტუდენტები, რომელთატვისაც ქაერთული ენა მშობლიური არ არის, განსაკუთრებულ სირთულეს ზმნის სწავლებისას აწყდებიან. სტატიაში ნაჩვენებია ზმნის ერთ-ერთი კატეგორიის, დროის (ახლანდელი დრო) სწავლების გზა, მეთოდი, რომელიც შესაძლებელს ხდის, რომ არაქართულ-სკოლადამთავრებვული სტუდენტი შედარებით მარტივად დაეუფლოს ზმნის ახლანდელი დროის ფორმების წარმოებას. გამოკვეთილია, ის პირობები, რომელიც წინ უნდა უძღვოდეს დროის სწავლებას. პირის ნიშნებზე (როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური პირის ნიშნები) განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებისა და მათი დაზეპირების შემდგომ, მოსწავლე, სტუდენტი ეცნობა თემის ნიშნებს. მიზანშეწონილადაა მიმიჩნეული სხვადასხვა თემისნიშნიანი ზმნების წარმოდგენა და მათი დაზეპირება ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად.
ზმნის სწავლება გაყოფილია ორ მთავარ ეტაპად:
სწავლებას იწყება ზმნის შემადგენელ ნაწილებად დაშლის მეთოდით. ეს არის სწავლების I ეტაპი, როდესაც საფუძველი ეყრება (ამ შემთხვევაში მაქსიმალური რაოდენობით ჩამოვთვლით, და ჩამოვწერთ ზმნებს) მოსწავლის ლექსიკურ მარაგს და გარკვეულ წარმოდგენას უქმნის მას ქართულ ზმნის ბუნების შესახებ; ეცნობა ზმნის კატეგორიებს, მათ აღმნიშვნელ აფიქსებს.
II ეტაპზე გადასასვლელად, გარკვეულწილად, წინასწარ ემზადებიან. II ეტაპზე სწავლისას მათ იციან, რომ ქართულ ზმნას გააჩნია გამონაკლისები, რომელიც უნდა დაიმახსოვრონ ეტაპობრივად. ქართული ენის გრამატიკის სწავლებას სჭირდება ხანგრძლივი დრო.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ლიცენზიის პირობები
ჟურნალი „გულანი“ არის ღია წვდომის გამოცემა. ყველა სტატია დაუყოვნებლივ და უფასოდ ხელმისაწვდომია.
1. საავტორო უფლებები:
-
ავტორები ინარჩუნებენ სრულ საავტორო უფლებებს (Copyright) საკუთარ ნაშრომზე.
-
ჟურნალი იღებს უფლებას, გამოაქვეყნოს სტატია პირველად ელექტრონულ ფორმატში.
2. ლიცენზირება:
-
ჟურნალში გამოქვეყნებული ყველა ნაშრომი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 International License (CC BY 4.0)-ის მიხედვით.
-
ეს ლიცენზია საშუალებას აძლევს ნებისმიერ პირს, ჩამოტვირთოს, გაავრცელოს, გამოიყენოს და გადააკეთოს მასალა ნებისმიერი მიზნისთვის (მათ შორის კომერციულისთვის), იმ პირობით, რომ სწორად იქნება მითითებული ორიგინალი ნაშრომის წყარო.
3. CC BY 4.0 ლიცენზიის დეტალები:
-
ნაშრომის გამოყენების, კოპირების, გავრცელებისა და ადაპტირების ნებართვა გაცემულია იმ პირობით, რომ მოხდეს სათანადო მითითება, გათვალისწინებულ იქნეს ბმული ლიცენზიაზე და მითითებული იყოს, თუ რა ცვლილებები განხორციელდა.