ნათლისა და ჯვრის სიმბოლურ სახეთა ტრანსფორმაცია ფერისცვალებისა და ჯვართამაღლების დღესასწაულთა საგალობლების მიხედვით
საკვანძო სიტყვები:
ნათლის ესთეტიკა, ჯვრის სიმბოლური სახე, ჰიმნოგრაფიული ტექსტები, საღვთისმეტყველო წყაროებიანოტაცია
საუფლო დღესასწაულებისადმი მიძღვნილი საგალობლები ბიბლიურ მოტივებს ეყრდნობა, ძირითადად კი ძველი აღთქმის სიუჟეტები და პერსონაჟებია მისი სახისმეტყველების წყარო. მიუხედავად იმისა, რომ საგალობლებს ერთი საერთო წყარო აქვს და ხშირად ერთგვაროვანი ფრაზეოლოგიითაც ხასიათდებიან, მაინც გამოირჩევიან ინდივიდუალობით, საკუთარი ხელწერით და, რაც მთავარია, უმდიდრესი თეოლოგიური ინფორმაციით, რაც ავტორისაგან მოითხოვს როგორც საღვთისმეტყველო ცოდნას, ისე შემოქმედებითობასაც. ყოველი სახე ახალ აზრობრივ დატვირთვას იძენს და მსმენელსა თუ მკითხველს ახლებურად განაცდევინებს საღვთო მოვლენებს. შემთხვევით როდი მიიჩნევდნენ ჰიმნოგრაფთა შემოქმედებას წინასწარმეტყველთა საქმიანობის გაგრძელებად, რადგან ის თავისი სახისმეტყველებით მდიდარ ინფორმაციასაც შეიცავს და, იმავდროულად, საოცარი სისადავითა და მშვენიერებით გადმოსცემს ღვთის საიდუმლოს, გონებისათვის მიუწვდომელ ტრანსცენდენტურ სფეროს.
ნათელი არა მხოლოდ წამყვანი სახე-სიმბოლოა ქრისტიანულ აზროვნებაში, არამედ, ამავე დროს, ის წარმოადგენს სიმბოლოთა ჯაჭვს, ანუ, ხსნის სხვა სახე-სიმბოლოებსაც. დოგმატური ღვთისმეტყველებით, ჯვარი ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდეა ქრისტიანული სამყაროსათვის, ჯვრის წინასახე საკმაოდ მრავლადაა ძველ აღთქმაში, რაზეც წმიდა მამებიც მიუთითებენ და რასაც უხვად ვხვდებით საგალობლებშიც. ნათლისა და ჯვრის სიმბოლურ სახეთა ტრანსფორმაცია ყველაზე უხვად და ნათლად ფერისცვალებისა და ჯვართამაღლების დღესასწაულებისადმი მიძღვნილ საგალობლებში ჩანს.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ლიცენზიის პირობები
ჟურნალი „გულანი“ არის ღია წვდომის გამოცემა. ყველა სტატია დაუყოვნებლივ და უფასოდ ხელმისაწვდომია.
1. საავტორო უფლებები:
-
ავტორები ინარჩუნებენ სრულ საავტორო უფლებებს (Copyright) საკუთარ ნაშრომზე.
-
ჟურნალი იღებს უფლებას, გამოაქვეყნოს სტატია პირველად ელექტრონულ ფორმატში.
2. ლიცენზირება:
-
ჟურნალში გამოქვეყნებული ყველა ნაშრომი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 International License (CC BY 4.0)-ის მიხედვით.
-
ეს ლიცენზია საშუალებას აძლევს ნებისმიერ პირს, ჩამოტვირთოს, გაავრცელოს, გამოიყენოს და გადააკეთოს მასალა ნებისმიერი მიზნისთვის (მათ შორის კომერციულისთვის), იმ პირობით, რომ სწორად იქნება მითითებული ორიგინალი ნაშრომის წყარო.
3. CC BY 4.0 ლიცენზიის დეტალები:
-
ნაშრომის გამოყენების, კოპირების, გავრცელებისა და ადაპტირების ნებართვა გაცემულია იმ პირობით, რომ მოხდეს სათანადო მითითება, გათვალისწინებულ იქნეს ბმული ლიცენზიაზე და მითითებული იყოს, თუ რა ცვლილებები განხორციელდა.