მეტსახელთა სტრუქტურული ანალიზი სოფელ იდუმლის მაგალითზე
საკვანძო სიტყვები:
მეტსახელი, თიკუნი, სახინჯარი, ეპონიმი, ანთროპონიმი, ონიმი, ეპითეტიანი მეტსახელიანოტაცია
ასპინძის რაიონის სოფელ იდუმლის მეტ-სახელები მეტად საინტერესო სურათს წარმოგვიდგენს სტრუქტურულად და სემანტიკურად. მიუხედავად იმისა, რომ სოფელი ამჟამად მცირეკომლიანია, საკმაოდ მრავლფეროვანია მეტსახელთა სისტემა. იდუმალაში ვხვდებით ზედმეტ სახელებს სხვადასხვა ნიშნით: ფიზიკური აღნაგობის, ფიზიკური ნაკლის, რაიმე გამორჩეული ნიშნის, ხასიათის, ამა თუ იმ პიროვნების ლექსიკაში ხშირად ხმარებული რომელიმე სიტყვის გამო, ვიღაცის ან თავისი ნათქვამის გამო, ამა თუ იმ ფილმის გმირთან მსგავსების, სხვა ადამიანებთან მსგავსების, თმის ან სახის ფერის გამო, პროფესიის გამო, დამახინჯებული ლაპარაკის გამო, რაღაცის სიყვარულის გამო, ზოგჯერ წინაპრის მეტსახელის გამო. მეტსახელების შესწავლა, ვფიქრობთ, ონომასტიკური მეცნიერების განვითარებისათვის ერთობ ღირებულია. საყურადღებოა, სოფელი იდუმალა, რომელიც შეუსწავლელია ამ კუთხით. ჩვენ შევძლებთ, საზოგადოებამ გაიცნოს ამ სოფლის მკვიდრი მოსახლეობის ონომასტიკონი, რომელიც, ვფიქრობთ, გამოსადეგი და ერთობ მნიშვნელოვანია, როგორც ენათმეცნიერთათვის, ასევე სხვა სფეროთი დაინტერესებულ პირთათვის. ვფიქრობთ, აქედან გამომდინარე, ნაშრომს გარკვეული თეორიული ღირებულება გააჩნია. დღეისათვის საკმაოდ აქტუალურია მეტსახელის შესწავლა, რომელიც გარკვეული ისტორიისა და დიდი ინფორმაციის მატარებელია.ცნობილი, რომ სწორედ საკუთარ სახელებში იმალება დიდი საიდუმლო.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ლიცენზიის პირობები
ჟურნალი „გულანი“ არის ღია წვდომის გამოცემა. ყველა სტატია დაუყოვნებლივ და უფასოდ ხელმისაწვდომია.
1. საავტორო უფლებები:
-
ავტორები ინარჩუნებენ სრულ საავტორო უფლებებს (Copyright) საკუთარ ნაშრომზე.
-
ჟურნალი იღებს უფლებას, გამოაქვეყნოს სტატია პირველად ელექტრონულ ფორმატში.
2. ლიცენზირება:
-
ჟურნალში გამოქვეყნებული ყველა ნაშრომი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 International License (CC BY 4.0)-ის მიხედვით.
-
ეს ლიცენზია საშუალებას აძლევს ნებისმიერ პირს, ჩამოტვირთოს, გაავრცელოს, გამოიყენოს და გადააკეთოს მასალა ნებისმიერი მიზნისთვის (მათ შორის კომერციულისთვის), იმ პირობით, რომ სწორად იქნება მითითებული ორიგინალი ნაშრომის წყარო.
3. CC BY 4.0 ლიცენზიის დეტალები:
-
ნაშრომის გამოყენების, კოპირების, გავრცელებისა და ადაპტირების ნებართვა გაცემულია იმ პირობით, რომ მოხდეს სათანადო მითითება, გათვალისწინებულ იქნეს ბმული ლიცენზიაზე და მითითებული იყოს, თუ რა ცვლილებები განხორციელდა.