ნასესხები ანთროპონიმების შემცველი ჰიბრიდული ტოპონიმების ფონეტიკურ-ფონოლოგიური და სემანტიკური ადაპტაციისათვის სვანურში
საკვანძო სიტყვები:
ტოპონიმია, ანთროპონიმია, სემანტიკა, ფონეტიკა-ფონოლოგია, სინტაქსიანოტაცია
მრავალრიცხოვანი ნასესხები ანთროპონიმების შემცველ
ჰიბრიდულ (ე. წ. ნაჯვარ) ტოპონიმებზე დაკვირვებამ აჩვენა,
რომ წარმოების მხრივ სიტყვათშეერთებით ნაწარმოებ ტოპონიმ-
კომპოზიტებში ორწევრიანი (ბინომური) მართულმსაზღვრელიანი
სახელები გამოიყოფა. ჰიბრიდულ ტოპონიმთა ძირითად მოდელებში კი ერთ-ერთი კომპონენტი (უმეტესად პირველი,
ანუ ამ შემთხვევაში მატოპონიმებლად გამოყენებული
ანთროპონიმი) შემოსული ჩანს ძირითადად ქართულ-ზანურიდან
(უშუალოდ თუ შუალობით), ხოლო ნაწილი თურქულიდან
(ყარაჩაულ-ბალყარულის, ყუმიხურის... გზით) როგორც ფონეტიკურ-
სემანტიკურად უცვლელი სახით (მაგ.: ალექსანდრე,
არსენა, ნიკოლოზ, პეტრე, როსტომ, სოსლან...), ასევე სხვადასხვა
ფონეტიკური ვარიანტებითა თუ სემანტიკური ნიუანსებით
(სახეცვლილი მონაცემებით). როგორც დადგინდა, თურქულენოვან
ანთროპონიმთა და ზოგადად, -ხან, -ყან, -ბი... ფორმანტებით
მარკირებულ საკუთარ სახელთა ფართოდ გავრცელება
სვანურში განაპირობა ჩრდილო კავკასიის ენებთან _
ადიღეურ-ყაბარდოულთან, ყარაჩაულთან და ბალყარულთან
მეზობლობამ, უშუალო კონტაქტმა, სოციალურ-ეკონომიური,
სამეურნეო, კულტურული და სხვა სახის კონტაქტებმა.
ზოგიერთი ნასესხები ფუძე „გასვანურებულია“, ანუ შეიცავს
სვანური ენისათვის დამახასიათებელ მორფონოლოგიურ
ინვენტარს: პალატალურ, ველარულ თუ ლაბიალურ უმლაუტს,
გრძელ ხმოვანს, ანაპტიქსურ ელემენტს და ა. შ. გარდა ამისა,
ნასესხებ ანთროპონიმთა ერთ ნაწილში საკმაოდ ხელშესახებია
შემდეგი ფონეტიკური პროცესები: აფრიკატიზაცია-დეზაფრიკატიზაცია,
თანხმოვანთა გამჟღერება, გამკვეთრება,
ლ/მ/ნ/რ (სონორ) თანხმოვანთა მონაცვლეობა, რედუქციის
პროცესები მსუბუქ და მძიმე ბირთვებში, ბგერათა ჩართვა-დაკარგვა
და სხვ. იშვიათად, მაგრამ მაინც კნინობითის სუფიქსებით გაფორმებული ნასესხები ანთროპონიმებიც დასტურდება.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ლიცენზიის პირობები
ჟურნალი „გულანი“ არის ღია წვდომის გამოცემა. ყველა სტატია დაუყოვნებლივ და უფასოდ ხელმისაწვდომია.
1. საავტორო უფლებები:
-
ავტორები ინარჩუნებენ სრულ საავტორო უფლებებს (Copyright) საკუთარ ნაშრომზე.
-
ჟურნალი იღებს უფლებას, გამოაქვეყნოს სტატია პირველად ელექტრონულ ფორმატში.
2. ლიცენზირება:
-
ჟურნალში გამოქვეყნებული ყველა ნაშრომი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 International License (CC BY 4.0)-ის მიხედვით.
-
ეს ლიცენზია საშუალებას აძლევს ნებისმიერ პირს, ჩამოტვირთოს, გაავრცელოს, გამოიყენოს და გადააკეთოს მასალა ნებისმიერი მიზნისთვის (მათ შორის კომერციულისთვის), იმ პირობით, რომ სწორად იქნება მითითებული ორიგინალი ნაშრომის წყარო.
3. CC BY 4.0 ლიცენზიის დეტალები:
-
ნაშრომის გამოყენების, კოპირების, გავრცელებისა და ადაპტირების ნებართვა გაცემულია იმ პირობით, რომ მოხდეს სათანადო მითითება, გათვალისწინებულ იქნეს ბმული ლიცენზიაზე და მითითებული იყოს, თუ რა ცვლილებები განხორციელდა.